fbpx
საზოგადოება

“მაისური 5 ევროდ უნდა მომცე!” – რუსმა ტურისტმა ბერძენი მამაკაცი დაკბინა

დაუჯერებელი ინციდენტი, კრეტაზე, კერძოდ, ხერსონისოსში მოხდა. რუსი ტურისტი ერთ-ერთ მაღაზიაში შევიდა, სადაც მაისური მოეწონა, მაგრამ არა მისი ფასი.

გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის მამაკაცი მაღაზიის მფლობელისგან დაჟინებით ითხოვდა, რომ მაისური, რომლის ყიდვაც სურდა და ფასი ეძვირებოდა, 5 ევროდ უნდა მიეცა. ბერძენი კი თავაზიანად უხსნიდა, რომ ასეთ დაბალ ფასად ტანსაცმელს არ ყიდდა და სხვა მაღაზიაში წასულიყო, თუკი ფიქრობდა, რომ სადმე ასეთ გულუხვ გამყიდველს იპოვიდა.

კამათისას რუსმა ტურისტმა საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა, მაღაზიის მფლობელს თავს დაესხა და თვალის არეში დაკბინა. 44 წლის ბერძენი საავადმყოფოში საკმაოდ სერიოზული დაზიანებით გადაიყვანეს, სადაც ძლიერი ანტიბიოტიკები გაუკეთეს, რადგან ინფექციის შეჭრის რისკი მაღალი იყო.

33 წლის რუსი ამ დროისთვის დაკავებულია.

onalem

ტესტ