fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ბერძენი ქალი სამსახურიდან ფეხმძიმობის გამო გაათავისუფლეს და უკან აღარ აბრუნებენ

28 წლის ბერძენი ქალი, ორი შვილით, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან ამჟამად უმუშევარია. ყველაფერი კი 2014 წელს დაიწყო, როცა სამსახურში მისი ფეხმძიმობის შესახებ შეიტყვეს. როგორც კრისტალია ამბობს, თავიდან უთხრეს, რომ ერთი კვირა დაესვენა, რადგან ბავშვს ელოდებოდა და ორი თვის ფეხმძიმე თავს უნდა გაფრთხილებოდა, ერთი კვირის შემდეგ კი, როცა სამსახურში დარეკა და იკითხა, უნდა დაბრუნებულიყო თუ არა, კიდევ ერთი კვირა მისცეს, ხოლო საბოლოოდ განუცხადეს, რომ გათავისუფლებული იყო.

“მიზეზი, რომ ვკითხე, მითხრეს, რომ ასე უბრალოდ, გათავისუფლებული ვიყავი. შემდეგ მე ვუთხარი, რომ ეს არ იყო კანონიერი და ორსული ქალის გათავისუფლება არ შეიძლებოდა, თუმცა, უფროსმა განმიცხადა, რომ ვერაფერს გააკეთებდა. შრომის ინსპექციაში წავედი და დამპირდნენ, რომ სამსახურში დავბრუნდებოდი, ეს კი არასოდეს მომხდარა.”

მისი უფროსი სასამართლოში ამტკიცებდა, რომ ის საკუთარ სამუშაოს სრულყოფილად არ ასრულებდა და ეს მას შემდეგ ხდებოდა, რაც დაფეხმძიმდა.

“ამ დრომდე ვერ გამიგია, რატომ დავკარგე სამსახური მხოლოდ იმიტომ, რომ მუცელში ბავშვი მყავდა. ეს დიდი უსამართლობაა. მათ ჩემთვის არასოდეს უთქვამთ რაიმე საჩივარი მუშაობასთან დაკავშირებით, თუკი ჰქონდათ პრეტენზიები, შეეძლოთ, რომ ჩაეწერათ წიგნში, რომელიც სწორედ ამისთვის გვაქვს სამსახურში. მაგრამ ეს არ გაუკეთებიათ. მჭირდებოდა და მჭირდება სამუშაო, რადგან ორი შვილი მყავს და ისინი უნდა გავზარდო.”

onalem

ტესტ