fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ტრაგედია პირგოსში: 10 წლის გოგონა სეპტიკური შოკით გარდაიცვალა

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ, პირგოსის საავადმყოფოში მცირეწლოვანი გოგონა გარდაიცვალა.

როგორც ირკვევა, ბავშვის გარდაცვალების მიზეზი სეპტიკური შოკი გახდა. ის ოჯახმა თავდაპირველად ამალიადას საავადმყოფოში მიიყვანა, რადგან დაუფიქსირდა ნუშურა ჯირკვლების ანთება (ტონზილიტი იგივე გლანდების ანთება). ადგილზე მას მედიკამენტებით მკურნალობდნენ ორი დღის მანძილზე, მაგრამ შემდეგ წამლების მიცემა შეუჩერეს.

სამწუხაროდ, დღეს ბავშვმა სეპტიკური შოკი მიიღო, რომლის დროსაც გადატანილი ან მიმდინარე ინფექციის გამო წნევა უკიდერესად დაბლა ეცემა, შედეგად კი გარდაიცვალა.

 

onalem

ტესტ