fbpx
საზოგადოება

ათენი: ვინ ემსვერპლა ალიმოს სანაპიროსთან მომხდარ სასტიკ ავარიას?!

როგორც უკვე ცნობილია, გასულ პარასკევს ალიმოს სანაპიროსთან, პოსიდონოს გამზირზე მომხდარ ავარიას 14 წლის ბიჭი ემსხვერპლა. მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. ბერძნული მედია მის ფოტოებს ავრცელებს.

14 წლის ალექსანდრო საცურაო აუზიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც სანაპიროსთან მდებარე ცენტრალურ გზაზე მანქანა დაეჯახა. მისი დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.

ბიჭის გარდაცვალებამ მისი ოჯახი და ნათესავები შეძრა. თითოეული მათგანი, ასევე მისი მწვრთნელები ღრმა მწუხარებას გამოხატავენ.

ოჯახს მიუსამძიმრა ალიმოს მერმა და საცურაო აუზის პრეზიდენტმა.

ცნობილია, რომ მანქანას, რომელის ბიჭს დაეჯახა, 61 წლის მამაკაცი მართავდა, რომელსაც, რეალურად, საგზაო წესები არ დაურღვევია. ბიჭი მის წინ უეცრად გადახტა, მან კი რეაგირება ვერ მოასწრო.

ინციდენტს საგზაო პოლიცია იძიებს.

onalem

ტესტ