fbpx
ბუნებრივი კატასტროფები

რამდენიმე წუთის წინ საბერძნეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა

გეოდინამიკური ინსტიტუტის ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ, საბერძნეთში, კერძოდ, ელასონაში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. მისი ძალა 5.8 ბალს აღწევდა, ხოლო სიღრმე 10 კილომეტრს.

მას შემდეგ, რაც გუშინ 6 ბალიანი მიწისძვრა მოხდა, სეისმოლოგები პროგნოზირებდნენ, რომ ბიძგები ნამდვილად განმეორდებოდა და ისინი იქნებოდა საკმაოდ ძლიერი.

როგორც ჩანს, მათი პროგნოზი მართლდება.

დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

onalem

ტესტ