fbpx
საზოგადოება

“მოწევა უნდა აიკრძალოს სანაპიროებზე, პარკებსა და სკვერებშიც” – რას ითხოვს საბერძნეთის სიმსივნესთან ბრძოლის ორგანიზაცია

საბერძნეთის სიმსივნესთან ბრძოლის ორგანიზაცია კირიაკოს მიცოტაკის მთავრობას მოწევასთან დაკავშირებული კანონის გამკაცრებას სთხოვს. ამის შესახებ ბერძნული მედია იუწყება. როგორც ცნობილია, უახლოეს მომავალში ამოქმედდება კანონი, რომელიც თითოეულ დახურულ სივრცეში მოწევას აკრძალავს.

რაც შეეხება სიმსივნესთან ბრძოლის ორგანიზაციის იდეას, ის ასე გამოიყურება: მოწევა უნდა აიკრძალოს არა მხოლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ სივრცეებში, არამედ ღია ადგილებშიც, როგორებიცაა პარკები, სკვერები და სანაპიროებიც კი.””

ისინი მნიშვნელოვან აქცენტს აკეთებენ საბავშვო პარკებზე, სადაც მშობლები თამბაქოს გამოყენებას არ ერიდებიან, როცა იქ უამრავი მცირეწლოვანი თამაშობს.

უნდა აღინიშნოს, რომ საბერძნეთის სიმსივნესთან ბრძოლის ორგანიზაცია ევროპაში 10 საუკეთესო არასამთავრობო ორგანიზაციას შორის არის, რომელიც მაქსიმალურად ებრძვის თამბაქოს გამოყენებას ახალგაზრდებში და აგრძელებს გამოიყენოს მეცნიერული ცოდნა საზოგადოების ჯანმრთელობის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

პრემიერი და ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნულ საკითზე ამ დრომდე მუშაობენ.

onalem

ტესტ