fbpx
საზოგადოება

“ჩემმა შვილმა ბავშვი წყალში გადააგდო და წამოსაწოლად წავიდა” – 27 წლის ბერძენი გოგოს დედა

27 წლის ბერძენი გოგო, რომელმაც საკუთარი შვილი სასიკვდილოდ გაწირა, ამ დროისთვის დაკავებულია. მედიასთან პირველად საუბრობს მისი დედა, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა საკუთარი შვილის ფეხმძიმობაზე.

“ჩემმა შვილმა ბავშვი წყალში გადააგდო და სახლში წამოსაწოლად წავიდა. 12 თებერვალს, როდესაც ჩვილი გარდაცვლილი იპოვეს, მან დამირეკა. მითხრა, რომ სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და გარკვეული ტკივილგამაყუჩებლები და სამედიცინო სპრეი მიმეტანა და სახლში სწრაფად მივსულიყავი. როცა ვკითხე, რა ოპერაციაზე საუბრობდა, მიპასუხა, რომ ეს კისტებთან იყო დაკავშირებული. შემდეგ შევეკითხე იქ იყო თუ არა მამამისი და ამაზე დადებითად მიპასუხა. როცა ჩემი მეუღლე ჩემს წასაყვანად მოვიდა, ძალიან დამწუხრებული იყო და მეკითხებოდა, ჩვენი გოგონა ფეხმძიმედ ხომ არ იყო. ვუპასუხე, რომ ამის შესახებ არაფერი ვიცოდი,” ამბობს ქალი.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის დაბადებული ჩვილის გარდაცვალების მიზეზი წყალში დახრჩობა გახდა. 27 წლის გოგო პარტნიორმა მიატოვა მაშინვე, როცა გაიგო, რომ ფეხმძიმედ იყო, თავად კი ამის შესახებ სხვას არავის გაუმხილა.

12 თებერვალს გამთენიისას ის პატრასის სანაპიროსთან მივიდა და ბავშვი წყალში გადააგდო, რომელიც შემდეგ გამვლელმა იპოვა.

onalem

ტესტ