fbpx
კრიმინალი

კადრი 19 წლის ალკის მკვლელობის ადგილიდან: დანა, რომელსაც პოლიცია კიდევ ერთი დამნაშავის კვალზე გაჰყავს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 19 წლის ალკის მკვლელობის საქმეში გამოძიებამ კიდევ უფრო წინ წაიწია. ვრცელდება კადრი დანაშაულის ადგილიდან, სადაც დანა იპოვეს და როგორც ირკვევა, აღნიშნული საგანი პოლიციას მკვლელობაში კიდევ ერთი ადამიანის მონაწილეობაზე მიუთითებს.

როგორც მედია იუწყება, ნაპოვნი დანა ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. ის კონკრეტულმა პირმა ჯერ სისხლისგან გაწმინდა და შემდეგ გადააგდო, თუმცა, გარკვეული მასალა მაინც დარჩა. აქედან გამომდინარე, მოხდება როგორც სისხლის, ასევე თითის ანაბეჭდების გამოკვლევა, რათა დადგინდეს, ვის ეკუთვნის ისინი.

ირკვევა, რომ პოლიცია ასევე ახლოს არის მეორე მანქანის მძღოლის ვინაობის დადგენასთან, რომელიც მკვლელობის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა.

onalem

ტესტ