fbpx
კრიმინალი

ათენი: ალბანელმა ქალმა, რომელმაც ოფთალმოლოგი დაჭრა, სასამართლოში ელჩი და ტელევიზია მოითხოვა

ყველასთვის ცნობილია, უახლოეს წარსულში მომხდარი შემთხვევა, როდესაც ალბანელმა ქალმა, კლონდიანა ცელომ, ცნობილი ოფთალმოლოგი მისსავე სახლთან დაჭრა. ცელოსა და ექიმს საერთო შვილი ჰყავთ, რომლის მეურვეობასა და ნახვასთან დაკავშირებითაც მათ შორის სერიოზული დაპირისპირება არსებობდა.

ცელოს სასამართლო პროცესი დღეს შედგა და მან უპრეცენდენტო განცხადებები გააკეთა, ალბანეთის ელჩიც კი მოითხოვა სასამართლოს დარბაზში.

როგორც ირკვევა, ბრალდებული ადგილზე ადვოკატის გარეშე მივიდა და თქვა, რომ არ სჭირდებოდა იურიდიული დაცვა. შემდეგ კი, მოითხოვა, რომ პროცესზე ალბანეთის ელჩი გამოცხადებულიყო და ეს ყველაფერი ტელევიზიით გაეშუქებინათ, რათა გამჭვურვალე ყოფილიყო და თავი დაცულად ეგრძნო.

არსებული ცნობებით, 70 წლის ექიმმა დეტალურად აღწერა, თუ რა პრობლემებს უქმნიდა ალბანელი ქალი და მოჰყვა იმის შესახებაც, თუ როგორ მოხდა თავდასხმა, რომელსაც მათი საერთო შვილი შეესწრო.

კლონდიანა ცელო იმასაც აცხადებდა, რომ ეჭვი ეპარება, თუ მისი გოგონა საერთოდ ცოცხალია და დეტალურად იწერდა, რას ამბობდა ექიმი თავის ჩვენებაში.

onalem

ტესტ