fbpx
კრიმინალი

შეიარაღებული ძარცვა ლეფტერის პადაზის სახლში, სადაც ქართველი დამხმარე იმყოფებოდა

გავრცელებული ინფორმაციით, კვირას გამთენიისას ცნობილი ბერძენი მომღერლის, ლეფტერის პადაზის სახლში შეიარაღებული ძარცვა მოხდა. ორი ნიღბიანი ვულიაღმენში მდებარე სახლში მაშინ შეიჭრა, როდესაც პადაზი სახლში არ იმყოფებოდა, თუმცა, იქ იყო ქართველი ქალი, რომელიც მომღერალთან დამხმარედ მუშაობს.

ბოლო დღეების მანძილზე ათენის მასშტაბით ძარცვა ძალიან გახშირდა. ამ შემთხვევაში ქურდობა გამთენიის 04:00 საათზე მოხდა.

პოლიცია ცდილობს გაარკვიოს არიან თუ არა ისინი ის მძარცველები, რომლებიც კიფისიაში ბიზნესმენ, ალექსანდროს სტამატიადისს დაესხნენ თავს და მძიმედ დაჭრეს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პადაზი სახლის ძარცვისას სახლში არ იმყოფებოდა და იქ მხოლოდ მისი ქართველი და რუსი დამხმარეები იყვნენ.

დამნაშავეები პირველი სართულიდან შევიდნენ, შემდეგ მეორეზე ავიდნენ, წაიღეს ძვირადღირებული საათების კოლეცია, ძვირფასეულობა და 1000 ევრო, შემდეგ კი “ჯენტლმენურად” გაუჩინარდნენ.

onalem

ტესტ