fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ემიგრანტებისგან 1000 ევრო აიღო, საბერძნეთში ჩამოიყვანა, გზაში კი მანქანა ამობრუნდა

6 ემიგრანტი საბერძნეთის პოლიციამ იპოვა მას შემდეგ, რაც მანქანა, რომელშიც ისინი ისხდნენ, გზაზე ამობრუნდა, ხოლო მძღოლი გადარჩა და როგორღაც, გაიქცევა შეძლო.

კერძოდ, შემთხვევა გუშინ შუაღამით მოხდა. როგორც ჩანს, მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა, ამობრუნდა და გზიდან გადავარდა. მძღოლი გაიქცა, რადგან მას სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი და იცოდა, რომ ადგილზე პოლიცია მობილიზდებოდა.

პოლიცია მის საპოვნელად გამოძიებას კვლავ აწარმოებს.

როგორც ცნობილია, სირიელმა ემიგრანტებმა დაზიანებები მიიღეს, რის გამოც პოლიციელებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და თითოეული სერესის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მათივე განცხადებით, მამაკაცს 6-ივე მათგანმა მინიმუმ 1000 ევრო გადაუხადა, რათა საბერძნეთის ტერიტორიაზე შემოეყვანა.

 

onalem

ტესტ