fbpx
კრიმინალისაზოგადოება

პოლიცია პასუხებს იოანას ტელეფონში ეძებს – ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელს ჰყავდა თანამზრახველი

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიცია საქმესთან დაკავშირებით რაიმე ხელჩასაჭიდს იოანას ტელეფონში ეძებს. მოწმდება მისი კონტაქტები, რათა სავარაუდო ეჭვმიტანილი გამოიკვეთოს.

ამჟამად არსებობს ვარაუდი, რომ ქალს ჰყავდეს თანამზრახველიც, ან თავად იყოს სხვისი საქმის შემსრულებელი. ანუ ის, ვინც იოანას თავს დაესხა არ იყოს ის პირი, რომელსაც უშუალო პრობლემა ჰქონდა გოგონასთან.

სოფელ ამფილოხიას მაცხოვრებლები, საიდანაც 34 წლის იოანა წარმოშობით არის, მომხდარით შეძრულები არიან და მას საუკეთესოდ ახასიათებენ.

როგორც ცნობილია, იოანა საუკეთესო სტუდენტი იყო, გამოირჩეოდა სიბეჯითით და შრომისმოყვარეობით. მუშაობდა სადაზღვევო კომპანიაში და პარალელურად ჰქონდა მეორე სამუშაოც, რათა მშობლებს ტვირთად არ დასწოლოდა და საკუთარი თავი ფინანსურად უზრუნველეყო. ათენში ის მარტო ცხოვრობდა.

მისი მდგომარეობა ახლა საშუალებას არ აძლევს პოლიციას, რომ ჩვენებები აიღონ, მას მხოლოდ ტელეფონით გაესაუბრნენ რამდენიმე წუთით და ამბობს, რომ ცდილობს გაიხსენოს, თუ საიდან იცნობს თავდამსხმელს.

ქირურგიული ოპერაციის შემდეგ მას დასვენება და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა სჭირდება.

onalem

ტესტ