fbpx
საზოგადოება

25 წლის ალბანელი თავს ბერძნების შვილად ასაღებდა – ის ბერძნული პასპორტის აღების მოლოდინში დააკავეს

გუშინ ღამით საბერძნეთის პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა, 52 წლის მამაკაცი, 36 წლის ქალი და 25 წლის გოგონა. 25 წლის გოგონა ალბანეთის მოქალაქეა, ხოლო მამაკაცი და ქალი ბერძენი ბოშები არიან. ბრალდება კი ასე ჟღერს: 25 წლის ალბანელი ამტკიცებდა, რომ ის 36 წლის ქალის შვილია, ხოლო 52 წლის მამაკაცი მისი ბაბუაა. სინამდვილეში კი მათ არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვთ და ამ ყველაფერს საბუთებისთვის აკეთებდა.

ეს ამბავი ჯერ კიდევ 2002 წელს დაიწყო, როდესაც 36 წლის ქალმა 25 წლის გოგოს რეგისტრირება მოახერხა და ლამიას მუნიციპალიტეტში განაცხადეს, რომ ის ქალს უცნობი მამაკაცისგან ჰყავდა.

2019 წლის 5 თებერვალს 25 წლის ალბანელმა ბერძნული პირადობის მოწმობის აღება შეძლო და ასევე გააკეთა ყველა საჭირო საბუთი, რომელიც ქვეყანაში ფუნქციონირებისთვის სჭირდებოდა, მათ შორის (Α.Φ.Μ).

ამის ფონზე საქმე მუნიციპალიტეტმა დეტალურად განიხილა და პოლიციის ჩარევის საფუძველზე სამივე მათგანი დაპატიმრებულია.

სამართალდამცავები აწარმოებენ გამოძიებას, არიან თუ არა ისინი სხვა მსგავს დანაშაულებში, ე.წ. “გაბერძნების” ფაქტებში გარეულები.

ცნობილია, რომ გოგონა ბერძნული პასპორტის აღებასაც აპირებდა.

onalem

ტესტ