fbpx
საზოგადოება

“ოპერაციის შედეგი იოანას, სამწუხაროდ, არ მოეწონება” – 34 წლის ქალს სახიდან კანის დიდი ნაწილი მოაშორეს

იოანა პაპასპირუს გუშინ სამსაათიანი ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა ჯერ კიდევ კრიტიკულია. ასეთი დამწვრობების მქონე პაციენტს რთულ მდგომარეობაში აქვს არა მხოლოდ ჯანმრთელობა, არამედ ფსიქიკაც და სჭირდება ფსიქოლოგიური დახმარებაც, გარდა სამედიცინოსი.

ექიმი აცხადებს, რომ მას მოაშორეს დამწვარი კანის დიდი ნაწილი, როგორც ეს ასეთ შემთხვევებში ხდება:

“ეს გოგონა გუშინ შუადღით შემომიყვანეს და ღრმა დამწვრობები აქვს სახეზე, ხელების ზედა ნაწილსა და ტანზე. ქირურგიული ოპერაციის ჩატარება საჭირო იყო დაუყოვნებლივ, რადგან ასეთი დამწვრობები ყოველთვის საჭიროებს სწრაფ ჩარევას.

მას მოვაშორეთ სახიდან დიდი რაოდენობის დამწვარი კანი, რადგან ის შეიცავს დიდ საფრთხეებს. შემდეგ ხელოვნური კანით დავფარეთ, რომელიც დაიცავს მას. ეს მასალა ქმნის ორ ფენას და კარგ ფონს, რომ შემდეგ პაციენტის ბუნებრივ კანში შევიდეს. 

ყველამ ვიცით, რომ გოგონას ჩვეული სახე აღარ დაბრუნდება, ეს იციან მისმა ნათესავებმაც. კანი არის ორგანო, რომლის სრული აღდგენაც არ ხდება და სამწუხაროდ, იოანას, ოპერაციის შედეგები არ მოეწონება. მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამ გოგოსთვის და ყველა ექიმი ფეხზე დგას, მის დასახმარებლად.

გვინახავს უამრავი ადამიანი ასეთი დამწრობით, თუ რა საშინელ გავლენას ახდენს მათ ფსიქიკაზე ის, რომ მთელი ცხოვრების სტიგმით გაგრძელება მოუწევთ, ამიტომ, ფსიქიატრები და ფსიქოლოგები ამ საქმეში ჩართულები არიან.

იოანას არ მოეწონება სურათი, რომელიც ოპერაციების შემდეგ გვექნება, არ მოეწონება საკუთარი თავი და არ იქნება ბედნიერი, ეს უნდა ვთქვა. მას კი ცოტა ხანს ვესაუბრე, რომ არ დამეღალა. მინდა გარკვეული დრო მივცე, რომ შოკიდან გამოვიდეს, რადგან ეს პროცესი მას დიდხანს შეაწუხებს. რეაბილიტაციამდე უკიდურესად დიდი დრო აქვს.”

onalem

ტესტ