fbpx
პოლიტიკა

თურქებმა ევროსთან საბერძნეთის ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინეს

ექსკლუზიური ინფორმაციით, თურქებმა ევროსთან ბერძნული ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინეს. ყველაფერი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, როდესაც ფერესის ტერიტორიაზე თურქული სამხედრო ძალები განთავსდნენ და ისინი იქაურობის დატოვებაზე უარს აცხადებდნენ. შემდეგ მათ ცვლებში მუშაობა დაიწყეს და არ ტოვებდნენ ტერიტორიას, რომელიც საბერძნეთის კუთვნილებაშია.

აღსანიშნავია, რომ მდინარის ამ ნაწილს ყოველ ზამთარს წყალი ფარავს და იტბორება, რაც ნიშნავს, რომ კალაპოტში მიმდინარეობს ცვლილებები. ახლა თურქებმა, სეზონის შესაბამისად, დრო იხელთეს და თურქულად ასაღებენ ტერიტორიას, რომელიც სინამდვილეში საბერძნეთის ნაწილია.

ამის შესახებ დაწერა ბრიტანულმა გამოცემა Sun-მაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ თურქებმა საზღვართან ბერძნული ტერიტორიის მცირე ნაწილის ოკუპაცია განახორციელეს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოს დენდიასმა 20 მაისს სიტუაციის განეიტრალება სცადა და განაცხადა: “იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მოვახერხებთ თურქეთთან შეთანხმების მიღწევას. ეს ეხება საკითხს, რომელიც დაკავშირებულია ევროსის კალაპოტის ცვლილებებთან. მე არ მომწონს დაძაბულობის არსებობა ორ ქვეყანას შორის, რომლებიც სინამდვილეში თანამებრძოლები არიან. ჩვენ ვსაუბრობთ სულ რაღაც ათობით მეტრზე.”

რაც შეეხება ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, ნიკოს კოძისს, მან ასეთი კომენტარი გააკეთა საკითხთან დაკავშირებით:

“თურქებმა საბერძნეთის ტერიტორიაზე 16 აკრის ოკუპაცია მოახდინეს და ასწიეს საკუთარი დროშები. მთავრობა ბერძნულ მიწაზე გულგრილად საუბრობს. ჩვენ უნდა დავიცვათ საბერძნეთის ყოველი წერტილი, ამას სჭირდება ჯარი.”

onalem

ტესტ