fbpx
პოლიტიკა

“განსაკუთრებული მადლობა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ნიკოს დენდიას” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, იტალიის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ნიკოს დენდიას ინიციატივაზე, რომელიც მინისტრმა ახლახანს გამოთქვა.

“უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ნიკოს დენდიას. ის პირველი ევროპელი მაღალჩინოსანია, რომელმაც გადაწყვიტა პირადად დაუჭიროს მხარი მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნების მუშაობას, რათა გადავარჩინოთ ჩვენი ხალხი და შევიტანოთ ჰუმანიტარული დახმარება, ეს ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია იქ ყველასთვის,” განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ნიკოს დენდია გამოდის ინიციატივით, რომ აწარმოონ მოლაპარაკებები რუსულ-უკრაინულ მხარესთან, რათა მიაღწიონ გარკვეულ შეთანხმებას და მინისტრმა თავად უხელმძღვანელოს ჰუმანიტარული დახმარების მისიას მარიუპოლში.

 

onalem

ტესტ