fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

“საზღვრისკენ თურქები გამოგვიძღვნენ და გვითხრეს, რომ გაგვევლო” – ამბობს ავღანელი იმიგრანტი

BBC-ს კორესპონდენტს ჰქონდა საშუალება ესაუბრა იმიგრანტებთან, რომლებიც თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე არიან ჩარჩენილები და საბერძნეთის ტერიტორიაზე შემოსვლის იმედი აქვთ. მათ ხელს უშლიან ბერძენი მესაზღვრეები, რომლებიც მკაფიოდ ეუბნებიან, რომ საზღვრები ჩაკეტილია.

“ჩვენ საზღვართან ავტობუსით მოვედით. აქეთ სწორედ თურქები გამოგვიძღვნენ და გვითხრეს, რომ გაგვევლო. ჩვენ ჩავჭერით მავთულები და გადმოვედით,” ამბობს ერთ-ერთი ავღანელი.

ხოლო გვინეას მოქალაქე აცხადებს, რომ მათ გერმანიაში გადასვლის სურვილი აქვთ და არავითარ შემთხვევაში არ დარჩებიან საბერძნეთში.

“ჩვენ გვინდა უკეთესი ცხოვრება ჩვენთვის და ჩვენი ოჯახებისთვის.”

onalem

ტესტ