fbpx
პოზიტივი

“შეჩერდეს რუსული აგრესია უკრაინაში” – 29 მარტს ცნობილი ბერძენი მომღერლები უკრაინის მხარდასაჭერად ერთიანდებიან

29 მარტს პროპილეაზე გაიმართება მასშტაბური კონცერტი, უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. “კონცერტი მშვიდობისთვის” – ასეთია ღონისძიების სახელწოდება, რომლის მთავარი მოწოდებაა შეჩერდეს რუსული აგრესია უკრაინაში.

კონცერტი აერთიანებს უამრავ ცნობილ ბერძენ მომღერალს: გლიკერია, პეგი ზინა, ნატასა ბოფილიუ, გიორგოს დალარას, ელენი ცალიღოპულუ და ა.შ.

კონცერტი 29 მარტს 20:00 საათისთვის არის დაგეგმილი, ხოლო ღონისძიების აღწერაში ორგანიზატორები წერენ:

“რაც უნდა იყოს კითხვა, პასუხი “მშვიდობაა”!

როდესაც ომი იმარჯვებს, სიცოცხლე მარცხდება!

დაუყოვნებლივ შეჩერდეს რუსული შეჭრა უკრაინაში, დადუმდნენ იარაღები!

ვმღერით ყველა ერთად, მშვიდობისთვის!”

 

onalem

ტესტ