fbpx
პოზიტივისაზოგადოება

“ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა” – 12 წლის ბერძენმა გოგონამ მოხუცი მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინა

12 წლის ლემონია სპანუ ოთხ ენაზე საუბრობს, არის ტაეკვონდოს ჩემპიონი და უკრავს საქსოფონზე. ის არის ერთ-ერთი იმ 70.000 ბავშვიდან, რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური გადამზადება და შეუძლიათ, რომ ხალხი სიკვდილისგან იხსნან კონკრეტულ კრიტიკულ მომენტებში. გოგონა ფლობს ცოდნას, პირველადი დახმარების შესახებ, რომელიც ძალიან ბევრმა ჩვენგანმა არ იცის.

ლემონიამ ხალკიდიკიში გადაარჩინა მოხუცი მამაკაცი, რომელიც იხრჩობოდა. სულ რაღაც 12 წლის გოგონა დაუფიქრებლად გადახტა წყალში:

“გავიგე, რომ წყალში მოცურავე იყო, მწოლიარე მდგომარეობაში. მაშინვე გავიქეცი, ვიცოდი, რომ შემეძლო დავხმარებოდი. არ შემშინებია, რადგან გაწვრთნილი ვარ. ზუსტად ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. 

მამაკაცი უსაფრთხო პოზიციაში დავსვი, რომ ენა არ გადაეყლაპა. საბედნიეროდ, სასწრაფო დახმარების მანქანაც მალე მოვიდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა იცოდნენ პირველადი დახმარების წესები, რადგან ბავშვსაც შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა,” ამბობს გოგონა.

onalem

ტესტ