fbpx
საზოგადოება

საბერძნეთში ზაფხული ბრუნდება – როდის ველოდოთ მაღალ ტემპერატურას?!

ფენომენი “ანტინოოს”, რომელმაც საბერძნეთში სერიოზული პრობლემები შექმნა, ნელ-ნელა დასუსტდა და საბოლოოდ ქვეყანაში ზაფხული ბრუნდება. ხვალიდან ამინდი გაუმჯობესდება და შაბათ-კვირისთვის ტემპერატურა მოიმატებს, ჰაერი 32 გრადუსამდე გათბება.

კერძოდ, ატიკის რეგიონში, ხვალ, ხუთშაბათს ვანარაუდევია 18-დან 31 გრადუსამდე.

თესალონიკში ჰაერი 20-დან 30 გრადუსამდე გათბება.

მაკედონია, თრაკი – 18-დან 30 გრადუსამდე.

იონიის კუნძულები, იპირო, დასავლეთ სტერეა, დასავლეთ პელოპონისო – 21-დან 30 გრადუსამდე.

თესალია, აღმოსავლეთ სტერეა, ევია, აღმოსავლეთ პელოპონისო – 18-დან 22 გრადუსამდე.

კიკლადესის კუნძულები, კრეტა – 21-დან 28 გრადუსამდე, სამხრეთ კრეტაზე 2-3 გრადუსით ნაკლები.

 

onalem

ტესტ