fbpx
საზოგადოებაჯანმრთელობა

თესალონიკში 18 ნოემბერს ექიმები მსურველებს უფასოდ მოემსახურებიან!

საბერძნეთის საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობას დიაბეტთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდოს,  აწყობს 32-ე კონფერენციას, რომლის ფარგლებშიც, თესალონიკის ცნობილი ქოლგები ლურჯად გაანათეს.

კერძოდ, რისი გაკეთება შეუძლია მოსახლობას ამ დღეს, აღნიშნული პრობლემით?!

18 ნოემბერს, დილის 10:00 საათზე,  Makedonia Palace-ში გაიმართება შეხვედრა, სადაც შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ და ისაუბრებენ საკუთარ პრობლემებზე.

გარდა ამისა, ამ დღეს ექიმები დამსწრეებს მიაწვდიან უხვ ინფორმაციას დაავადებასთან დაკავშირებით და გააცნობენ მკურნალობის გზებს. ასევე, ისინი თითოეულ მათგანს უფასოდ გასინჯავენ.

ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ კი, 12:15 საათზე, დაიწყება სპორტული ღონისძიებები, როგორებიცაა: სირბილი, ველოსიპედით სეირნობა, პილატე, ცურვა.

საზოგადოება აღნიშნულ კონფერენციასა და ღონისძიებებზე მიწვეულია და ყველა მსურველს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სრულიად უფასოდ.

onalem

ტესტ