fbpx
ეკონომიკა

საბერძნეთი: მოიმატებს თუ არა დენის გადასახადი?! რას ამბობს კომპანიის ვიცე პრეზიდენტი?!

დღეს Economist-ის მიერ გამართულ კონფერენციაზე მთავარი თემა საბერძნეთში დენის ტარიფის მომატება იყო. DEH-ს ვიცე პრეზიდენტმა, გიორგოს ანდრიოტისმა განცხადებები გააკეთა კომპანიაში არსებულ მდგომარეობასა და მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით.

“მესმის, რომ არც ძველ მთავრობას სურდა და არც ახალს სურს, რომ ტარიფი გაძვირდეს და ეს ყველაფერი მოსახლეობის მხრებზე გადავიდეს. ეს რომ 2018 წლის დასაწყისში მომხდარიყო, DEH შეძლებდა შეღავათიანი პირობებით სესხის აღებას. თუმცა, ახლა ისეთი მდგომარეობაა, რომ არ შეიძლება ეს ყველაფერი დიდხანს გაგრძელდეს,” განაცხადა ანდრიოტისმა.

დენის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით საუბარი იყო ივნისის თვეშიც.

“არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემები. ეს პროცესი უმტკივნეულო ვერ იქნება. შესაძლოა, რომ ტარიფი არ გაიზარდოს, მაგრამ კომპანია ვეღარ შესთავაზებს მომხმარებელს ფასდაკლებებს. არც კი ვიცი, როგორ შევძელით 10%-იანი ფასდაკლების გაკეთება, რადგან საჭიროა ხარჯების დაბალანსება.”

თუმცა, ვიცე პრეზიდენტი აცხადებს, რომ DEH არ განიცდის კრახს, რადგან 2015 წელს კომპანიის ვალი 1 მილიარდით შემცირდა. ამ წელს კომპანიაში ინვესტიციის სახით 750 მილიონი ჩაიდო, ხოლო წელს 790 მილიონის ჩადება იგეგმება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ისინი ეცდებიან სიტუაციის დაბალანსებას, ხოლო ტარიფების ცვლილების შესახებ, თუკი კომპანია აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებს, უმოკლეს დროში გახდება ცნობილი.

onalem

ტესტ