fbpx
ეკონომიკა

ფულადი დახმარება საბერძნეთის მოსახლეობას, მათ შორის ქართველებს – როდის და სად შევავსებთ განაცხადს?!

როგორც კირიაკოს მიცოტაკიმ წინა კვირაში დააანონსა, საერთო ჯამში საბერძნეთის 250.000-მდე მაცხოვრებელი საშობაოდ ერთჯერად დახმარებას მიიღებს. ახლა კი ფინანსთა მინისტრის, ხრისტოს სტაიკურასის მიერ ცნობილი ხდება, თუ როდის გაიხსნება ელექტრონული პლატფორმა, სადაც ბენეფიციარები განაცხადებს შეავსებენ.

“ეს პროცესი იგივე სახის იქნება, როგორიც გასულ წელს იყო. მონაცემები ამ მისამართზე, http://www.idika.gr/KOINWNIKO-MERISMA-ზე უნდა შეავსონ და ვებ-გვერდის ეს განყოფილება 17 დეკემბრიდან ამოქმედდება. მოგვიანებით კი, შობამდე, ყველა, ვისაც თანხა ეკუთვნის, მას საკუთარ ბანკის ანგარიშზე მიიღებს,” აცხადებს სტაიკურასი და ამატებს, რომ იგეგმებოდა გაცილებით დიდი რაოდენობის თანხის გამოყოფა მოსახლეობისთვის, მაგრამ ეს, წინა მთავრობის მიერ მიღებული არასწორი გადაწყვეტილებების გამო, ვერ მოხერხდა.

დახმარების მიღების უფლება აქვთ, როგორც ბერძნებს, ასევე ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც ლეგალურად ცხოვრობენ საბერძნეთში და აკმაყოფილებენ მოთხოვნებს. დაყოფა კი შემდეგნაირად ხორციელდება. თანხებს მიიღებენ:

  1. დიდი ხნის მანძილზე ოფიციალურად უმუშევარი პირები (რეგისტრირებულნი OAED-ში)
  2. მრავალშვილიანი ოჯახები
  3. ოჯახები, რომელთაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილები ჰყავთ

 

 

onalem

ტესტ