fbpx
კრიმინალი

“თითქოს ჩემში ეშმაკი იყო” – პოლიციელები 27 წლის ბერძენის აღიარებამ შეძრა

ხანიის პოლიციას დიდი ხანია მსგავსი შემთხვევა არ ახსოვს. 27 წლის ბერძენის ჩვენებებმა, რომელსაც ბრალად 60 წლი სუზან იტონის გაუპატიურება და მკვლელობა ედება ბრალად, ოფიცრებიც კი შეძრა. ისინი აცხადებენ, რომ ასეთ ადამიანთან საქმე არასოდეს ჰქონიათ.

აღსანიშნავია ისიც, რომ მისი დაკავების შემდეგ ცნობილი გახდა მის მიერ სხვა ქალებზე თავდასხმის ფაქტების შესახებაც. მათ არ იცოდნენ თუ ვინ იყო ის, ასევე, არ ჰქონდათ დანახული მისი სახე, თუმცა, მას შემდეგ, რაც 27 წლის მამაკაცის მანქანის ფოტო გავრცელდა, ის მაშინვე ამოიცნეს.

მომჩივანთა უმეტესობა უცხოელია, თუმცა, ერთი ბერძენი ქალი აცხადებს, რომ 27 წლის ბრალდებული მანქანით მსუბუქად დაეჯახა, შემდეგ კი მასზე ძალადობა უნდოდა, მაგრამ გაქცევა მოახერხა.

დაკავებულმა ჩვენების მიცემისას თქვა, რომ როცა ქალებზე ძალადობდა, მას არ შეეძლო თავის შეკავება, თითქოს ის საკუთარ თავს ვერ იმორჩილებდა. როგორც ამბობს, ამ დროს გრძნობდა, რომ მასში თითქოს ეშმაკი იყო. სწორედ აღნიშნულმა ჩააგდო პოლიციელები შოკურ მდგომარეობაში.

 

 

onalem

ტესტ