fbpx
საზოგადოება

თესალონიკისკენ მიმავალ თვითმფრინავს მეხი დაეცა და დააზიანა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავის პილოტმა, რომელიც თესალონიკის მიმართულებით მიფრინავდა, ინციდენტის გამო რეისის გაგრძელება ვერ შეძლო და პაფოსის აეროპორტში გაჩერდა.

კერძოდ, რეისი რიგა-პაფოსი-თესალონიკი სამშაბათს ღამით უნდა შესრულებულიყო, თუმცა, საბერძნეთში ბოლო დღეების მანძილზე გაუარესებული ამინდის პირობებში, შტორმისა და წვიმის დროს, Ryanair-ის  თვითმფრინავს მეხი დაეცა და მას სერიოზული ზიანი მიაყენა.

პილოტმა თვითმფრინავი პაფოსის აეროპორტში დასვა, თუმცა, თესალონიკში მგზავრები სხვა კომპანიამ გადაიყვანა, რადგან დაზიანებული თვითმფრინავით რეისის დასრულება რისკის შემცველი იყო.

onalem

ტესტ