fbpx
საზოგადოება

ქალი, რომელიც მილიონებს გამოიმუშავებდა, ახლა ქუჩაში ცხოვრობს და მოწყალებას ითხოვს!

ბოლო რამდენიმე საათია, რაც მსოფლიო ნასტაზია ურბანოზე საუბრობს. ის არის ქალი, რომელიც წელიწადში მილიონ დოლარს გამოიმუშავებდა, თუმცა, ახლა ქუჩაში ცხოვრობს და ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინია, ყინვაა.

ურბანო ესპანელი მოდელია, რომელიც 20 წლის ასაკიდან ჟურნალების გარეკნებზე იბეჭდებოდა და როგორც თავად ამბობს, დედოფალივით ცხოვრობდა. 20 დღიანი სამუშაოს შესრულებისთვის მას მილიონებს უხდიდნენ და ეს ყველაფერი სამი წლის მანძილზე გრძელდებოდა. ახლა, 57 წლის ასაკში, მშვენიერი ქალი უსახლკაროა და კატალონიის მაღაზიებთან, ძირითადად კი ბანკებთან სძინავს.

ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც მომავალ მეუღლესა და თავისი შვილების მამას შეხვდა. ის ფარავდა ყველანაირ ხარჯს და როგორც ნასტაზია ამბობს, მათი სურვილები საკმაოდ ძვირადღირებული იყო. საბოლოოდ კი კაცმა ის მხოლოდ ერთი ხელი ტანსაცმლით დატოვა.

“ყველა ხარჯს ჩემი თანხებით ვფარავდი. გაცნობიდან მხოლოდ ორი დღე იყო გასული, როცა ისურვა მისთვის BMW მეყიდა და მეც, როგორც სულელმა, ეს გავაკეთე. შეყვარებული ვიყავი.” 

ყოფილი სუპერ მოდელი მძიმე დეპრესიაში იყო და უამრავი სახლიდან აგდებდნენ, რადგან ქირის თანხას ვერ იხდიდა:

“მე მინდა ვიცხოვრო და არა მხოლოდ გადავრჩე. დავიღალე გადარჩენისთვის ბრძოლით. მინდა ჩემმა შვილებმა კარგი მნახონ და როგორც პერსონა დავბრუნდე. მინდა მათ ჩემით იამაყონ.”

დიზაინერები ამბობენ, რომ როცა სხვა მოდელები პრინცესების დონეზე იყვნენ, ნასტაზია ნამდვილი ქალღმერთი იყო. მას ჩაკეტილ და ძალიან თავაზიან ადამიანად ახასიათებენ.

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by nastasia urbano (@nurbano518) on

 

View this post on Instagram

 

Milán..

A post shared by nastasia urbano (@nurbano518) on

onalem

ტესტ