fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ფასდაკლებების პაკეტი ვაქცინირებული პირებისთვის საჯარო ტრანსპორტში

დღეს, 16 ივლისს, საბერძნეთის ტრანსპორტის მინისტრმა ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს ეთერში საჯარო ტრანსპორტის ტარიფებთან დაკავშირებით მოსალოდნელი ცვლილებები დააანონსა.

როგორც მან თქვა, ვაქცინირებული პირებისთვის იქნება სპეციალური ფასდაკლებები, რომელთა მისაღებად საჭირო იქნება ორივე დოზით აცრის დამადასტურებელი სერთიფიკატის წარდგენა.

“სამინისტრო განიხილავს, რომ საჯარო ტრანსპორტის მუდმივ მომხმარებლებს მისცეს მოტივაცია და წახალისების მიზნით, მუშავდება ფასდაკლებების პაკეტი.

მგზავრების 2/3-ს აქვს თვიური ან სამთვიანი მგზავრობის ბარათი. ჩვენ მალე გამოვაცხადებთ ფასდაკლებების პაკეტს მოსახლეობის ვაქცინირებული ნაწილისთვის.

მთავრობაში გვჯერა არა იძულების, არამედ ერთიანობისა და დარწმუნების მეთოდების. ავტობუსებსა და ტროლეიბუსებში მიღებული გვაქვს უსაფრთხოების ზომები მძღოლებისთვის, წინა კარები არ იღება და არსებობს გამყოფი, რაც უზრუნველყოფს თანამშრომელთა დაცვას. შესაბამისად, მათ რაიმე სახის ვალდებულებას ვერ დავუწესებთ ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ზედმეტი იქნება მსგავსი სვლა სამინისტროსგან.”

კოსტას კარამანლიმ ისიც აღნიშნა, რომ თანამშრომლები იკეთებენ ტესტებს და ხდება ტრანსპორტის ხშირი დეზინფექცია.

ამრიგად, რა ფასდაკლების პაკეტებით ისარგებლებენ ვაქცინირებული პირები უახლოეს მომავალში გახდება ცნობული.

onalem

ტესტ