fbpx
საბერძნეთი

თავიდან აცილებული თავდასხმები ათენში: ტერორისტებს თითო გარდაცვლილზე 15.000 ევრო უნდა აეღოთ

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთის ანტიტერორისტულმა სამსახურმა ისრაელის დახმარებით ტერირისტული დაჯგუფება გაშიფრა და ორი პაკისტანელი დააკავა, რომელიც ათენში თავდასხმების მოწყობას გეგმავდა.

ამ დროისთვის გამოძიება კვლავ აქტიურად მიმდინარეობს, რადგან სავარაუდოდ, პაკისტანელები ამ საქმის ერთადერთი მონაწილეები არ არიან. გამოძიების ობიექტივში მოქცეულია ბინა, რომელშიც ისინი დიდ დროს ატარებდნენ. წინასწარი ცნობებით, ისინი whatsapp-ის საშუალებით კონტაქტობდნენ თავიანთ ლიდერთან, რომელიც დიდ თანხას სთავაზობდა მათ ტერორისტული აქტების განხორციელებაში.

როგორც ირკვევა, პაკისტანელებს ის ეუბნებოდა, რომ თითოეულ გარდაცვლილზე 15.000 ევროს აიღებდნენ, ეს იდეა მათთვის, ჩანს, რომ მიმზიდველი აღმოჩნდა და აპირებდნენ, რომ ფსირიში მდებარე რესტორან-სინაგოგას კალაშნიკოვებით დასხმოდნენ თავს, იქ კი, მინიმუმ 50 ადამიანი იქნებოდა.

აღსანიშნავია, რომ პაკისტანელებს აღწერენ, როგორც განსაკუთრებულად სასტიკ ადამიანებს ყოველგვარი მორალისა და ადამიანის სიცოცხლის მიმართ პატივისცემის გრძნობის გარეშე. მათი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ თანხის მიღება იყო, ვინაიდან არ გამოირჩეოდნენ რელიგიური ფანატიზმით.

 

onalem

ტესტ