fbpx
საბერძნეთი

ყურადღება! საბერძნეთის პრემიერის, კირიაკოს მიცოტაკის საგანგებო მიმართვა მოსახლეობას

საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი საგანგებო ეთერით გამოვიდა და მოსახლეობას მიმართა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სირთულეები, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ წინ გვაქვს.

“ჩემო თანამემამულეებო, ჩვენი ქვეყანა განსაკუთრებით კრიზისულ პერიოდს გადის, ისევე როგორც ბევრი სხვა ქვეყანა, სამწუხაროდ. 10 დღიანი გვალვის შემდეგ გვიწევს, რომ ათობით ტყის ხანძარს ვებრძოლოთ. აქედან სამი, ატიკაში, ილიასა და ევიაში, არის დიდი მასშტაბის და სიძლიერის. 

ჩვენი პრიორიტეტი მუდმივად არის ადამიანის სიცოცხლე. ამის შემდეგ მოდის ქონების და ბუნებრივი გარემოს დაცვა. სამწუხაროდ, მსგავს პირობებში ჩამოთვლილთაგან სამივეს დაცვა უბრალოდ შეუძლებელია.

სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალებმა და მამაკაცებმა, ტიტანური შრომა გასწიეს. ჩვენ უნდა გამოვხატოთ მადლიერება და ვაღიაროთ, რომ მათ ხანდახან ვთხოვთ ისეთ რამეს, რაც მათ ძალებს აღემატება. 

მოგიწოდებთ, რომ შეზღუდოთ არამიზნობრივი გადაადგილება და იყოთ ძალიან ფრთხილად. თუ გაიცემა ევაკუაციის ბრძანება, დაემორჩილეთ მას და დატოვეთ რისკის შემცველი ტერიტორია. სახლები კვლავ აშენდება, ხეები კვლავ გაიზრდება, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე უკან არ დაბრუნდება. 

ამ საგანგებო სიტუაციაში ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვიყოთ, სახელმწიფომ, თვითმმართველობამ, მოხალისეებმა, მოქალაქეებმა ერთად უნდა ვიბრძოლოთ. მოვა დრო კრიტიკისთვის, თვითკრიტიკისთვის, მაგრამ ახლა არა, ახლა ამის დრო არ არის,” განაცხადა მიცოტაკიმ.

onalem

ტესტ