fbpx
საბერძნეთი

თესალონიკის პოლიციამ 72 ემიგრანტი უსაბუთობის გამო დააკავა – ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ დღეში

ექსკლუზიურ ინფორმაციას Athens Voice ავრცელებს. საბერძნეთის პოლიციამ შემოწმება თესალონიკში კიდევ ერთხელ ჩაატარა და დადასტურებული ცნობებით, მათ 72 პირი საბუთების არქონის გამო დააკავეს.

კერძოდ, გუშინ კონტროლი განხორციელდა ქალაქის ცენტრალურ უბნებში, მათ შორის არისტოტელუს მოედანზე, ასევე რკინიგზის სადგურში.

საერთო ჯამში ოფიცრებმა შეამოწმეს 151 ადამიანი და მათ ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების დამადასტურებელი საბუთები მოსთხოვეს, რაც 72 მათგანს არ აღმოაჩნდა და ისინი მაშინვე აიყვანეს.

თითოეული დაკავებული პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

თესალონიკის პოლიცია იუწყება, რომ მსგავსი ოპერაციები უწყვეტად განხორციელდება.

onalem

ტესტ