fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ცვლილებები ეკონომიურ დენთან დაკავშირებით 1 ნოემბრიდან

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში ეკონომიური დენის მოხმარების საათები 1 ნოემბრიდან იცვლება.

შეღავათიანი ტარიფი ნიშნავს, რომ DEH-სგან გარკვეული საათების მანძილზე დენი გაცილებით დაბალ ფასად მოგეწოდებოდეთ.

ზაფხულის საათებში შეღავათიანი დენის გრაფიკი ასეთია:

ღამის 23:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე.

1 ნოემბრიდან კი, შეღავათიანი გრაფიკი გადადის ზამთრის რეჟიმში, რაც ნიშნავს, რომ დენს დაბალ ფასად მოვიხმართ ღამის 02:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე, და შუადღეს 15:00 საათიდან 17:00 საათამდე.

აღნიშნული ტარიფის ჩასართავად უნდა მიმართოთ DEH-ს ოფისებს.

onalem

ტესტ