fbpx
საზოგადოება

“ხალხს ვერ გაუგია, რომ ასეთ სიტუაციაში ვირუსი გადაედებათ” – აღშფოთებული ნიკოს სიფსასი სანაპიროებზე არსებული სურათის შესახებ

ბოლო რამდენიმე დღეა, რაც ატიკის სანაპიროებს უამრავი ადამიანი სტუმრობს და თავად წყალში ბანაობა, კორონავირუსით დაინფიცირების მხრივ, უსაფრთხოა. ამას თავად ექსპერტები ადასტურებენ, თუმცა, იგივეს ვერ ვიტყვით სანაპიროზე ყოფნის შესახებ იმ შემთხვევაში, თუკი ერთად ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბება და ერთმანეთისგან დისტანციას არ დაიცავენ. სწორედ ასეთი სურათი გვაქვს ათენის სანაპიროებზეც, რამაც პროფესორი, ნიკოს სიფსასი აღაშფოთა.

“თავდაპირველი იდეა იყო ის, რომ ხალხი გასულიყო რაც შეიძლება ღია სივრცეში და მათ მისცემოდათ დიდი არეალი, რათა დისტანციის დაცვა ყოფილიყო შესაძლებელი. როგორც ჩანს, ხალხს ვერ გაუგია, რომ ასეთ სიტუაციაში ვირუსის გადადება უმარტივესი საქმეა.

ძალიან მაწუხებს სანაპიროებზე არსებული სურათი. პანდემიის გავრცელების ერთადერთი მიზეზი სწორედ ასეთი შეკრებები და გადავირთულობაა. თუ ორმეტრიან დისტანციას არ დავიცავთ, ვირუსი უმარტივესად გადაგვედება. არ აქვს მნიშვნელობა ვართ დახურულ, თუ ღია სივრცეში. ხალხს მიეცა ნებართვა გავიდნენ ღია სივრცეში, არა იმიტომ, რომ იქ ვირუსით დაინფიცირება არ ხდება, არამედ იმიტომ, რომ იქ შესაძლებელია დისტანციის დაცვა და სიტუაციის კონტროლი. მაგრამ ისინი ამას არ ითვალისწინებენ.

რაც შეეხება ორგანიზებული სანაპიროებს, მათი გახსნა 1 ივნისიდან არის მოსალოდნელი.

სახელმწიფო ვერ გააკონტროლებს ყველას და ყველგან. ჩვენ უნდა ვისწავლოთ სხვანაირად ცხოვრება. თუ ასე გავაგრძელებთ, რაც სანაპიროებზე ახლა ხდება, ვერანაირ ტურისტს ვერ მივიღებთ და ვერც ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდება,” განაცხადა პროფესორმა.

onalem

ტესტ