fbpx
საზოგადოებაჯანმრთელობა

“დარჩით სახლებში! ჩვენ არ ვიცით, 4 ადამიანი როგორ დაინფიცირდა” – საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობის ნაწილს მოუწოდებს

როგორც უკვე ცნობილია, ბოლო 24 საათის მანძილზე საბერძნეთში კიდევ 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსის გავრცელებაზე ერთგვარად კონტროლი იკარგება, რადგან უცნობია, თუ როგორ დაავადდა აქედან 4 ადამიანი. მათ არ ჰქონიათ არანაირი კონტაქტი უკვე დაინფიცირებულ პაციენტებთან, ამრიგად უცნობია გზა, თუ საიდან მოხვდა ვირუსი მათ ორგანიზმში.

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს:

“ჩვენი ვალია, რომ გავაფრთხილოთ მოწყვლადი ჯგუფები. მოხუცებს და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს გთხოვთ, რომ დარჩეთ სახლებში. ასევე, ვისაც სიმპტომები გაქვთ, არა მხოლოდ კორონავირუსთან დაკავშირებით, არამედ გრიპის შემთხვევებშიც. ოთხ შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით როგორ მოხდა დაინფიცირება,” ამბობს ვასილის კიკილიასი.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში 84 დაინფიცირებულია, საიდანაც 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ოთხი პაციენტი, რომელთა დაავადების გზაც უცნობია, ათენში იმყოფება.

 

onalem

ტესტ