fbpx
საზოგადოება

სინდაღმა: დედისთვის ნაყიდი ქვაბის გამო ქალაქის ცენტრი გადაიკეტა

დაუჯერებელია, მაგრამ ასეთებიც ხდება… გუშინ საღამოს გადაკეტილი იყო სინდაღმის მიმდებარე ტერიტორია. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და შემდეგ უკვე გამნაღმველთა ჯგუფიც გამოიძახეს… და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ერთი ქვაბის გამო.

გავრცელებული ინფორმაციით, მოტოციკლზე იდო ქვაბი, რომელიც, როგორც ჩანს, ვიღაცისთვის ზედმეტად საეჭვოდ გამოიყურებოდა, რის გამოც, ქალაქის ცენტრი გადაიკეტა, რადგან შიგ ბომბი ეგონათ.

მოგვიანებით, როცა ადგილზე სპეციალური სამსახურიც მივიდა, მოტოციკლის პატრონი დაბრუნდა და თქვა, რომ ქვაბი რამდენიმე ხნის ნაყიდი ჰქონდა და უბრალოდ, დედისთვის მიჰქონდა.

ამ ნამდვილად იუმორისტული სცენის შემდეგ, განგაში შეწყდა.

onalem

ტესტ