fbpx
კრიმინალი

საბერძნეთის პოლიციამ 59 წლის ემიგრანტი ქალი დააკავა – როგორ ცდილობდა ის მოხუცის გაძარცვას?!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ 59 წლის ქალი დააკავა, რომელიც საბერძნეთში ემიგრაციაში იმყოფება. მას მოხუცის თაღლითური გზით გაძარცვის მცდელობა ედება ბრალად.

კერძოდ, დაკავებულმა, რომელიც ბულგარეთის მოქალაქეა, 74 წლის ბერძენ ქალს დაურეკა და უთხრა, რომ მისმა ქალიშვილმა ფეხმძიმე ქალი მანქანით გაიტანა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. იმისთვის, რომ კანონის წინაშე პასუხი არ ეგო, მოხუცისგან 40.000 ევროს ითხოვდა.

ამჯერად, ბერძენი ქალი არ მოტყუვდა, მიხვდა, რომ საქმე გავრცელებულ თაღლითობასთან ჰქონდა და მას მოატყუა, რომ თანახმა იყო თანხის გადაცემაზე, ხოლო როცა ტელეფონი დაუკიდა, მაშინვე პოლიციაში დარეკა.

როცა ბულგარელი მასთან შესახვედრად მივიდა, რათა თანხა გამოერთმია, მას მაშინვე ხელბორკილები დაადეს. ის ლარისას პროკურატურაშია გადაყვანილი.

onalem

ტესტ