fbpx
კრიმინალი

ათენი: ერმუზე საფულეების ძარცვის ბრალდებით სამი ქალი დააკავეს

ბოლო დღეებში ერმუს ქუჩაზე ძარცვის 8-ზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა. დანაკარგი ძირითადად საფულეები იყო, რომელსაც მოხერხებული ჯიბის ქურდები ტურისტებსა თუ ადგილობრივებს მარტივად აცლიდნენ.

დამნაშავეები ქალები აღმოჩნდნენ, რომლებიც შეთანხმებულად მოქმედებდნენ და ერმუზე იმ დროს ქურდობდნენ, როდესაც განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო.

ჩხრეკისას პოლიციამ ერთ-ერთი მოპარული საფულე და 115 ევრო იპოვა.

როგორც ოფიცრები იტყობინებიან, სამივე ქალი ბულგარეთის მოქალაქეა.

 

onalem

ტესტ