fbpx
კრიმინალი

სროლა კატო პატისიაზე: პოლიციამ მძარცველი დევნისას მოკლა, თავად ოფიცრები კი, დაჭრილები არიან

სულ მცირე ხნის წინ კატო პატისიაზე პოლიციასა და მძარცველს შორის დაპირისპირება მოხდა. კადრები, რომლებიც ადგილზე დაფიქსირდა, ფილმს ჰგავს, თუმცა, სამწუხაროდ, რეალობაა, შედეგები კი ფატალური.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გეორგიუ ნაზუს ქუჩაზე ორი მანქანის მძღოლი შეკამათდა, ერთ-ერთმა პისტოლეტი ამოიღო და მეორეს ესროლა. მამაკაცი, ცხადია, დაიჭრა, ასევე დაშავდა მის გვერდით მჯდომი ადამიანი, რომელიც სროლის დაწყების შემდეგ მანქანიდან გადავიდა და გაიქცა, შედეგად კი, მეორე მხრიდან მომავალი მანქანა დაეჯახა და ისიც დაშავდა.

მოვლენები შემდეგნაირად ვითარდება, რომ მამაკაცი, რომელმაც სროლა დაიწყო, მოპარული მანქანით ბენზინგასამართ სადგურთან მივიდა, იარაღის მუქარით თანამშრომელს თანხა წაართვა და გაიქცა. რამდენიმე წუთში მძარცველს პოლიცია წამოეწია და მანქანის გაჩერება სთხოვეს, თუმცა, ის არათუ არ დაემორჩილა ოფიცრებს, არამედ კვლავ ცეცხლი გახსნა და ორი პოლიციელი დაჭრა. ოფიცრები იძულებულნი გახდნენ, თავადაც გაეხსნათ ცეცხლი, რამაც მძარცველის გარდაცვალება გამოიწვია.

ორივე ოფიცერი საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ცნობებით, გარდაცვლილი მამაკაცი ბოშური წარმოშობისაა.

onalem

ტესტ