fbpx
კრიმინალი

“მოვკალი, რადგან ვეჭვიანობდი” – ათენში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები

როგორც უკვე ცნობილია, დაფნიში 32 წლის ქალი საკუთარმა ქმარმა, ალბანელმა მამაკაცმა სიცოცხლეს გამოასალმა. მან ცოლს დანით სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენა და შემდეგ პოლიციაში წავიდა. მისი პირველი სიტყვები ოფიცრების მიმართ იყო შემდეგი: “ვეჭვიანობდი და ამიტომ მოვკალი.”

ალბანეთის მოქალაქე უკვე გადაიყვანეს პროკურორთან.

შემზარავია მეზობლების ჩვენებები, რომლებიც ამბობენ, რომ ქალი ძალიან უბედური იყო. მიუხედავად იმისა, რომ მათტან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდათ, ისედაც ცხადი იყო, რომ 32 წლის ანნა ქმრის მხრიდან მუდმივი ძალადობის მსხვერპლი იყო, პათოლოგიური ეჭვიანობის ფონზე.

ალბანელი მამაკაცი კვების ობიექტს ფლობდა და აღნიშნულ ბინაში ბოლო რამდენიმე წელი ცხოვრობდნენ. კორპუსის მაცხოვრებლებს უკვირდათ, რომ წყვილი განსაკუთრებით ჩაკეტილი იყო, ანუ არ ცდილობდნენ, რომ რომელიმე მეზობელთან რაიმე სახის ურთიერთობა ჰქონოდათ. სავარაუდოდ, იმიტომ, რომ არ გამჟღავნებულიყო დაკავებულის ქმედებები.

ამბის ტრაგიკული ფიგურა 11 წლის ბიჭია, რომელიც დედის გარეშე დარჩა, ხოლო მამას თავისუფლება აღკვეთილი აქვს. მალე გახდება ცნობილი, თუ რა იქნება მისი სასჯელი.

ნახეთ კადრები:

onalem

ტესტ