fbpx
კრიმინალი

დეიდის ცხედარი 3 თვის წინ სკივრში ჩადო და მას შემდეგ მის პენსიას იღებდა – წარმოუდგენელი შემთხვევა საბერძნეთში

კერაცინში მომხდარი შემთხვევა უპრეცენდენტოა, ადგილობრივ საზოგადოებას კი უჭირს დაჯერება, რომ 56 წლის მამაკაცმა მსგავსი რამ მოიმოქმედა.

ირკვევა, რომ ერთ-ერთი სახლის სარდაფში, ძველ სკივრში, რომელიც დალუქული იყო, იპოვეს ქალბატონის ცხედარი, რომელიც მაისში გარდაიცვალა.

დაკავებულია მისი 56 წლის დისშვილი, რომელმაც როგორც ამბობს, პათოლოგიური მიზეზებით გარდაცვლილი ქალი სკივრში ჩატენა, ამის მიზეზი კი ის იყო, რომ სურდა მისი პენსია აეღო. სამი თვის მანძილზე ამას ახერხებდა, მაგრამ ბოლოს პოლიცია გამოიძახეს, რადგან იქ მცხოვრები ქალი დიდი ხნის მანძილზე არ გამოჩნდა და შესაბამისად, გაჩნდა ეჭვებიც.

56 წლის მამაკაცს აღმოუჩინეს ნარკოტიკული შემცველობის აბები, რომელთა რეცეპტიც არ ჰქონდა.

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ქალი ნამდვილად 2-3 თვის წინ არის გარდაცვლილი, მაგრამ ვინაიდან სხეული ცუდ მდგომარეობაშია, სიკვდილის ზუსტი მიზეზის დადგენა შეუძლებელია. ამრიგად, ვერ ხერხდება განსაზღვრა ის 56 წლის მამაკაცმა მოკლა, თუ ნამდვილად პათოლოგიური მიზეზით გარდაიცვალა.

დაკავებულმა ისიც აღიარა, რომ სკივრი სპეციალური სამშენებლო წებოთი დალუქა, რომ სხედრის ხრწნის შედეგად გამოწვეული სუნი გარეთ არ გამოსულიყო.

onalem

ტესტ