fbpx
საბერძნეთი

კატასტროფა საბერძნეთში – ხანძარმა სოფელს გადაუარა, განადგურებულია სახლები

ახაიაში გაჩენილმა ძლიერმა ხანძარმა გაანადგურა სოფელი, რომელსაც ათასამდე მაცხოვრებელი ჰყავდა. საუბარია სოფელ ზირიაზე, რომელსაც ხანძარმა, ფაქტობრივად, ზედ გადაუარა.

ირკვევა, რომ დამწვარია სახლები, თუმცა, ვინაიდან ადგილიდან მოსახლეობა სწრაფად გამოიყვანეს, არ არის მსხვერპლი.

“სოფელს ცეცხლმა გადაუარა, ყველაფერი თითქოს ერთ წამში მოხდა და ყველაფერი განადგურდა. სამწუხაროდ, რეაგირება საკმაოდ დაგვიანდა. დიდი ხნის შემდეგ მობილიზდნენ ვერტმფრენები და თვითმფრინავები. იქ, სადაც სახლები იწვის, პანიკა იქმნება.

საბედნიეროდ, არ გვსმენია მსხვერპლის შესახებ, ვიცით მხოლოდ ის, რომ განადგურებულია ქონება. სოფელში ხანძრის კერები მუდმივად ჩნდება,” აცხადებენ ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელი, გიორგოს დინო.

onalem

ტესტ