fbpx
საბერძნეთი

კარანტინი საბერძნეთში: პოლიციამ 24 საათში ნახევარი მილიონი ევროს ჯარიმები გამოწერა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პარასკევს, 5 თებერვალს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ნახევარი მილიონი ევროს ჯარიმები გამოიწერა.

კერძოდ, შემოწმებები ჩატარდა პოლიციის ყველა დანაყოფის მიერ და საერთო ჯამში შემოწმდა 85.021 ადამიანი, აქედან დაფიქსირდა 1.866 კანონდარღვევა და შესაბამისად გამოიწერა ჯარიმებიც.

გარდა ამისა, კარანტინის წესის დარღვევის გამო მოხდა 6 პირის დაკავება და ეს დაკავებები ძირითადად უკავშირდება სხვადასხვა დაწესებულებების უკანონო მუშაობას.

როგორც ოფიციალური ორგანოები იუწყებიან, 24 საათში გამოიწერა 576.550 ევროს ჯარიმები, რაც ნახევარ მილიონ ევროზე მეტია.

ადამიანების უმეტესობა დაჯარიმდა პირბადის გამოუყენებლობის და უმიზეზო, ანუ SMS-ის ან ცნობის გარეშე გადაადგილების გამო.

შეგახსენებთ, რომ შაბათსა და კვირას ატიკაში, თესალონიკსა და ხალკიდიკიში გადაადგილება იკრძალება 18:00 საათიდან.

onalem

ტესტ