fbpx
საბერძნეთი

რას ზეიმობენ ბერძნები დღეს, 25 მარტს?!

1821 წლის 25 მარტი საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღეა. ოსმალეთის იმპერიაში შემავალი საბერძნეთი აჯანყების შედეგად ოსმალეთს გამოეყო და დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ ბალკანეთის ქვეყნებში დაწყებული აჯანყებებით და ევროპის ქვეყნების მხარდაჭერით საბერძნეთი სამეფოდ ჩამოყალიბდება. ინგლისის, საფრანგეთის და რუსეთის მიერ 1827 წელს წარმოებულმა პილოსის საზღვაო ბრძოლამ ხელი შეუწყო საბერძნეთის ძალების გაძლიერებას, რამაც თავის მხრივ ოსმალეთის დასუსტება გამოიწვია.

ამ დროს ოსმალეთის არმია იძულებული იყო რამდენიმე ფრონტზე ებრძოლა და ამან იმპერია შეასუსტა. ამიტომ იძულებული გახდა 1829 წელს რუსეთთან ედირნეს ხელშეკრულება გაეფორმებინა, რომლითაც საბერძნეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა.

onalem

ტესტ