fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“მომდევნო 12 საათი საბერძნეთისთვის დიდი საფრთხეა” – რაზე საუბრობს იანის კალიანოსი

კრიტიკული პერიოდი საბერძნეთში ხვალ 18:00 საათიდან დაიწყება და ოთხშაბათს 06:00 საათამდე გასტანს. 12 საათის მანძილზე გადაუღებლად იწვიმებს, რაც, სინოპტიკოს იანის კალიანოსის ინფორმაციით, ქვეყნის პრობლემატური რეგიონებისთვის დიდ საფრთხეს შეიცავს.

“ხვალ 18:00 საათიდან ოთხშაბათს 06:00 საათამდე გადაუღებლად იწვიმებს იონიის ზღვაზე, პელოპონისოში, სტერეაში, ასვეე ატიკაში, დოდეკანესისა და კიკლადესის კუნძულებზე. შესაძლოა დაზარალდეს ავია და თესალიაც.”

მეტეოროლოგის ცნობით, კონკრეტულად ათენში იწვიმებს ხვალ 22:00-23:00 საათიდან ზეგ დილის 06:00 საათამდე.

“ვშიშობ, რომ დატბორვის საფრთხე არსებობს. წყლის მასა, რომელიც ქვეყანაში წვიმის სახით მოვა ამ პერიოდის მანძილზე, ძალიან დიდი იქნება.”

ამავე დროს, მაღალმთიან რეგიონებში (პელოპონისოსა და სტერეაში) ითოვებს 9.000-1.000 მეტრზე.

ოთხშაბათსა და ხუთშაბათს იანის კალიანოსი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, ვინაიდან არსებობს მეწყერის საფრთხე, რომელიც უკვე არაერთხელ დაფიქსირდა ძლიერი წვიმის შემთხვევებში.

onalem

ტესტ