fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

დამლაგებლების აქცია ათენში: “ჩვენი ხელფასი მხოლოდ 450 ევროა და ზედმეტ საათებს ვმუშაობთ”

დღეს ათენის ცენტრში, პარლამენტთან, დამლაგებლები შეიკრიბნენ, რომლებიც თავიანთ მცირე ხელფასებს აპროტესტებენ.

ისინი უამრავ პრობლემას ასახელებენ, რომლებსაც სამსახურთან დაკავშირებით აწყდებიან. დამლაგებლების განცხადებით, მათ სამუშაო კონტრაქტები ივლისამდე აქვთ. როცა დრო ამოიწურება კვლავ უმუშევრები დარჩებიან და ამის პარალელურად შრომისთვის თვეში მხოლოდ 450 ევროს იღებენ.

ამას გარდა, მუშაობენ ზედმეტ საათებს, რაც კონტრაქტით არ არის გაწერილი.

ისინი “აგიოს სავვას” და “დრომოკეტიოს” საავადმყოფოებში მუშაობენ.

იხილეთ ვითარება:

onalem

ტესტ