fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტროს გაფრთხილება: მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, სეტყვა და ქარი

საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტრო ავრცელებს გაფრთხილებას, რომ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში 8 თებერვალს მოსალოდნელია ამინდის გაუარესება, უხვი ნალექი, წვიმისა და სეტყვის სახით. შემდეგ ფენომენი ნელ-ნელა სხვა ტერიტორიებზეც გავრცელდება.

კერძოდ, ორშაბათს, 8 თებერვალს წვიმა ნავარაუდევია:

იონიის კუნძულებზე, ეპირუსში, დასავლეთ სტერეაში, დასავლეთ პელოპონისოში, აღმოსავლეთ მაკედონიაში, თრაკიში, აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე, დოდეკანესის კუნძულებზე.

ეგეოსის ზღვაზე ასევე მოსალოდნელია ძლიერი ქარი.

სამოქალაქო დაცვის სამინისტრო აღნიშნულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ არააუცილებელი გადაადგილებისგან. ამას გარდა, მოერიდონ ხიდებსა და ზოგადად, მდინარეების, არხებთან არსებულ გზებზე მანქანით ან ფეხით გადაადგილებას. ასევე, თავი შეიკავონ სამუშაოებისგან, რომლებიც შეიცავს საფრთხეს, განსაკუთრებით გაუარესებული ამინდის პირობებში.

 

onalem

ტესტ