fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“ზუსტად 10 წუთში სხეულის 40% დამეწვა, ბოდიში ჩემზე არ მოქმედებს” – კალი ანაგნოსტუ

კალი ანაგნოსტუ ერთ-ერთია მათგან, ვინც მატის ხანძარს გადაურჩა, თუმცა, მისი მონათხრობიდან ძნელია გადაწყვიტო ხანძარში სიკვდილი ჯობდა, თუ იმ ჯოჯოხეთიდან გამოღწევა, რომელიც მას შემდეგ ყველა გადარჩენილს თან სდევს.

ქალი ამბობს, რომ ტრაგედიის დღიდან მოყოლებული არცერთი ღამე არ დაუძინია დამამშვიდებლების გარეშე. “ფიქრობს ვინმე, რომ ჩვენ დღეს ჯანმრთელები ვართ?! ჩვენ ყველა მოსიარულე მკვდრები ვართ. ყოველ საღამოს, როცა ბავშვს ვაბანავებთ, ის ჩვენ გვიყვირის, რომ ნუ ვტკენთ. ხმა, რომელიც ჩემი გონებიდან არ ამოდის, ჩემი შვილისაა, რომელიც ყვიროდა, რომ ფეხები ეწვოდა, რომ მოკვდებოდა. მე კი მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა შემეძლო: “გაიქეცი!”. 

ანაგნოსტუ საკუთარ სხეულზე დამწვრობებს გვაჩვენებს:

“10წუთში სხეულის 40% დამეწვა. ეს მესამე და მეოთხე ხარისხის დამწვრობებია. საავადმყოფოში ვიღაცამ მანქანით წამიყვანა, ხოლო ჩემი შვილი, მამამთილთან ერთად, სასწრაფოთი გადაიყვანეს. 

მე ბოდიში არ მიმიღია და ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს, არ მოქმედებს.”

იხილეთ სრული ინტერვიუ:

onalem

ტესტ