fbpx
ეკონომიკასაზოგადოება

ემიგრანტების საყურადღებოდ: ბაზა ქირის თანხაზე განაცხადის შესავსებად იხსნება!

ბერძნული მედია ავრცელებს კონკრეტულ ვადებს, თუ როდის იხსნება ელექტრონული პლატფორმა, სადაც საბერძნეთის მოსახლეობა და ემიგრანტები განაცხადის შევსებას შეძლებენ, რათა ყოველთვიურად ბინის ქირის გადასახდელად გარკვეული თანხა დაერიცხოთ. როგორც ცნობილია, თანხები განაწილდება 260.000 ოჯახზე.

კერძოდ, ვებ-გვერდზე პლატფორმა მომდევნო ორშაბათიდან, 11 მარტიდან ამოქმედდება და ღია დარჩება. არ არის აუცილებელი, რომ განაცხადის შევსება იჩქაროთ, რადგან ბაზა არ დაიხურება.

თქვენ პლატფორმაზე უნდა შეავსოთ TAXISnet-ის მონაცემები და მიიღებთ პასუხს, გეკუთვნით თუ არა აღნიშნული დახმარება.

თანხა, რომელსაც ყოველთვიურად მიიღებთ, 70-დან 210 ევრომდე მერყეობს.

იმას, თუ რამდენ ევროს მიიღებთ, გაარკვევთ მას შემდეგ, როცა ზემოთ აღნიშნულ ვადებში შეავსებთ განაცხადს, თუმცა, ცნობილია კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც მთავრობა იხელმძღვანელებს:

ერთ სულზე გაწერილია თვეში 70 ევრო.

ოჯახის ორ ზრდასრულ წევრზე გაწერილია თვეში 105 ევრო.

სამწევრიანი ოჯახისთვის ან ოჯახისთვის, სადაც მხოლოდ ერთი მშობელია და ერთი ბავშვი თვეში 140 ევრო.

ოთხწევრიანი ოჯახისთვის ან ოჯახისთვის, სადაც ერთი მშობელი და ორი ბავშვია 175 ევრო.

ოჯახისთვის, სადაც ერთი მშობელი და სამი ბავშვია, თვეში 210 ევრო.

განაცხადის შესავსებად, გირჩევთ, მიმართოთ პირად ბუღალტერს, ვინაიდან, დახმარების მიღების კრიტერიუმები ასევე განისაზღვრება თქვენი შემოსავლისა და საცხოვრებლის ტიპის მიხედვით.

onalem

ტესტ