fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: 6, 119 სახლი საპირფარეშოების გარეშე – სად?!

ეს დაუჯერებელია, მაგრამ დიახ, ეს რეალობაა… არა თუ ერთს ან ათს, არამედ 6, 119 სახლს ქალაქ ქსანთიში საპირფარეშოები შიდა ინტერიერში არ აქვს, უარეს შემთხვევაში კი საერთოდ არ აქვს.

ეს არის ძალიან დამახასიათებელი არქიტექტურული “თვისება”, როდესაც საპირფარეშოებს სახლებში არ აშენებდნენ, არამედ მის გარეთ და საკმაოდ მოშორებით.

ELSTAT-ის მონაცემებით, 55,178 სახლიდან მხოლოდ 49,059-ს აქვს საპირფარეშო შიგნით, ხოლო 6, 119 ან გარეთ, ეზოში აქვს ან საერთოდ არ აქვს.

გარეთ მდებარე საპირფარეშოები ძირითადად არის მიკის მუნიციპალიტეტში. აქ 2, 223 სახლს საერთოდ არ აქვს ისინი, ხოლო 5, 529 სახლში ტუალეტი შიგნით მდებარეობს.

ქსანთიში 33, 536 მაცხოვრებლიდან, 1, 803 მათგანს საპირფარეშო არ აქვს ან სახლიდან საკმაოდ მოშორებით აქვს აშენებული. ფაქტობრივად, ქსანთის მოსახლეობის 11%-ს სახლის ინტერიერში ტუალეტი არ გააჩნია.

იგივე მდგომარეობაა კავალაში, სადაც 3, 167 მოსახლეს საპირფარეშო არ აქვს.

თასოსი – 774 მოსახლე.

დრამა – 3, 047.

კომოტინი – 15, 800 მოსახლეს საპირფარეშო სახლიდან მოშორებით აქვს.

onalem

ტესტ