ათენი: რომელ საათამდე იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი დღეს?
დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ათენში შემდეგი განრიგით იმუშავებს:
– ავტობუსები და ტროლეიბუსები მუშაობას 22:00 საათის შემდეგ რიგრიგობით შეწყვეტენ. (ანუ დასაშვებია, რომ 22:00 საათის შემდეგ იხილოთ ავტობუსი, თუმცა, ეს მის მიერ შესრულებული ბოლო რეისი იქნება.)
– ელექტრო მატარებელი (ტრენო), ხაზი პირეოსი-კიფისია, უკანასკნელად 22:20 საათზე გამოვა.
– მეტროს ბოლო რეისი 23:00 საათზე შესრულდება.
რაც შეეხება კონკრეტულ მარშრუტებს, ბოლო რეისი შესრულდება:
– ანთუპოლი – 22:42 საათზე
– ელინიკო – 22:38 საათზე
– აგია მარინა- დუკისის პლაკენტიას – 22:46 საათზე
– დუკისის პლაკენტიას – აგია მარინა – 22:38 საათზე
– აგია მარინა – აეროპორტი – 21:56 საათზე
– აეროპორტი – აგია მარინა – 22:00 საათზე.