fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ინციდენტი საბერძნეთის საავადმყოფოში: ექიმები 35 წლის ქალის გარდაცვალებას ვერაფრით ხსნიან

ბერძნული მედია ერთ-ერთ საავადმყოფოში მომხდარი ინციდენტის შესახებ იუწყება. 35 წლის ქალმა მამა საავადმყოფოში მიიყვანა და მამაკაცი იქ ბოლო 20 დღის მანძილზე იმყოფებოდა. შვილი მის გვერდით იყო მთელი ამ დროის მანძილზე ყოველდღე ამხნევებდა მოხუცს… ეუბნებოდა, რომ მალე სახლში გაწერდნენ. თუმცა, გასულ სამშაბათს, ღამით, დაახლოებით 22:20 საათზე, ექთანი პალატაში შევიდა და თავად 35 წლის ქალი გონებადაკარგული დახვდა.

ექიმებმა მის სიკვდილს ვერანაირი ახსნა ვერ მოუძებნეს, რის გამოც, სხვადასხვა სახის ექსპერტიზა დაიგეგმა.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ ქალმა გონება დაკარგა, ექიმებმა მისი უკან დაბრუნება სცადეს, მაგრამ მდგომარეობა უფრო და უფრო გაუარესდა და დაიღუპა.

35 წლის ახალგაზრდა ქალი მამას შეძლებისდაგვარად უვლიდა და ყურადღებას აქცევდა, თუმცა, საბოლოოდ, ამ დრომდე გაურკვეველი მიზეზით, თავად გარდაიცვალა.

სიკვდილის მიზეზი ექსპერტიზის შედეგების შემდეგ გახდება ცნობილი.

onalem

ტესტ